გაიცანი თამაში

მეღვინეობა
ქართული სამაგიდო თამაში

შენი ვენახი, შენი გარიგება, შენი მოსავალი. მეგობრებთან ერთად გააშენე ქართული ვაზის ჯიშები და გადაწყვიტე, როდის გაცვალო ბარათები ან აიღო მოსავალი.

შეუკვეთე თამაში 90.00 ₾
მეღვინეობის ყუთი და ბარათები მწვანე ქსოვილზე
ნამდვილი თამაში, საერთო მაგიდისთვის.
მოთამაშე
3–5
წუთი
40
ასაკი
8+
ბარათი
146

ღვინის ამბავი — ბარათებში

ქართული ვაზის 12 ჯიში სხვადასხვა კუთხეში გამოგზაურებს — რქაწითელი კახეთში, ჩხავერი გურიაში, ცოლიკოური იმერეთში. თითოეულ ჯიშს ბარათების საკუთარი რაოდენობა და ქულების ცხრილი აქვს, ამიტომ ყველა ვენახს ერთნაირად ვერ დაგეგმავ.

ილუსტრირებული პერსონაჟები და ვაზის ჯიშები თამაშის სამყაროს ქმნის. ნამდვილი ქვევრის ტრადიცია და ქართული ღვინის ისტორია ცალკე კულტურის გვერდზეც შეგიძლია გაიცნო.

ქართული ღვინის ამბავი დაათვალიერე ბარათები

პირველი პარტიის წინ

როგორ ვითამაშოთ

თითოეულ მოთამაშეს ხუთი ბარათი ურიგდება და ორი ვენახი აქვს. ხელში ბარათების თანმიმდევრობა არ შეცვალო: სვლა მარჯვენა ბარათით იწყება. სვლა სამი ფაზისგან შედგება.

  1. გააშენე ვენახი

    სვლა დაიწყე ხელში არსებული უკიდურესი მარჯვენა ბარათის დარგვით. ერთ ვენახში ერთნაირი ჯიშის ბარათები გროვდება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლია კიდევ ერთი ბარათიც დარგო.

  2. მოილაპარაკე და გაცვალე

    საერთო დასტიდან ამოატრიალე ორი ბარათი. დარგე, გაცვალე ან გააჩუქე ისინი. გაცვლით მიღებული ბარათი მაშინვე უნდა დაირგოს — ხელში ვერ შეინახავ.

  3. აიღე მოსავალი

    შეგიძლია ვენახი ქულებად აქციო: ბარათის ქვედა ნაწილი გაჩვენებს, რამდენ ქულას მიიღებ. შემდეგ ხელი შეავსე ხუთ ბარათამდე. ახალი ბარათები ყოველთვის მარცხნიდან დაამატე.

მოქმედების ბარათები თამაშს ცვლის: სეტყვა მოწინააღმდეგის ერთ ვენახს ანადგურებს, გვალვა თითო ვენახიდან ერთ ბარათს იღებს, გაცვლა კი ვენახების გადაცვლას გაძლევს. სრული წესები, დარგვის შეზღუდვები და მესამე ვენახის შეძენა ინსტრუქციაშია ახსნილი.

სრული წესები და ვიდეო ინსტრუქცია
მოთამაშეს ხელში მეღვინეობის ქართული ვაზის ჯიშების ბარათები უჭირავს
ბარათები, რომლებიც მაგიდასთან საუბარს იწყებს.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის „მეღვინეობა“?

„მეღვინეობა“ ქართული ღვინის თამაშია, რომელიც ვაზის ჯიშებს, საქართველოს კუთხეებსა და მათ პერსონაჟებს აერთიანებს. ეს ბორდგეიმი ბარათებით ითამაშება: ვენახის გაშენება, გაცვლა და მოსავლის აღება მთავარი მოქმედებებია.

რამდენ ადამიანს შეუძლია თამაში?

თამაში განკუთვნილია 3–5 მოთამაშისთვის, 8 წლიდან. ერთი პარტია დაახლოებით 40 წუთს გრძელდება.

რა დევს ყუთში?

ყუთში 146 ბარათია. თამაშში შეხვდები ქართული ვაზის 12 ჯიშს და მოქმედების ბარათებს: სეტყვას, გვალვასა და გაცვლას.

ღვინის ცოდნა აუცილებელია?

წესები ღვინის წინასწარ ცოდნას არ მოითხოვს. ჯიშის სახელი, კუთხე და ქულების ცხრილი ბარათებზეა მოცემული. თამაშისას მათ თანდათან გაიცნობ.

რა ენაზეა თამაში?

ფიზიკური თამაშის ბარათებისა და ყუთში მოთავსებული წესების ძირითადი ენა ქართულია. ვაზის ჯიშებისა და კუთხეების სახელები ბარათებზე ინგლისურადაცაა მოცემული. საიტის გზამკვლევი ორივე ენაზე შეგიძლია წაიკითხო.

როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?

თამაში საერთო დასტის დაცლის შემდეგ სრულდება. გამარჯვებულია მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.