მთავარ შინაარსზე გადასვლა
მეღვინეობაქართული ბარათული თამაში← მთავარ გვერდზე

მაღაზიის ინფორმაცია

კონფიდენციალურობა

როგორ გამოიყენება შეკვეთისა და საკონტაქტო ინფორმაცია მეღვინეობის მაღაზიაში — პოლიტიკის სამუშაო ვერსია.

განახლებულია: 8 ოქტომბერი, 2026

სამუშაო ვერსია

მონიშნული დეტალები ჯერ ზუსტდება. ეს გვერდი არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით დაცულ უფლებებს. კითხვებისთვის დაგვიკავშირდი.

ვინ ამუშავებს მონაცემებს?

მაღაზიის მონაცემებზე პასუხისმგებელია შპს ვაუ 2025, საიდენტიფიკაციო კოდი 402356721. რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ა. წერეთლის გამზირი, N 55, კორპუსი N 1, ბინა N 128. კითხვებისთვის მოგვწერე Nika@megvineoba.ge-ზე ან დარეკე +995 551 525 687.

შეკვეთის ინფორმაცია

შეკვეთისას ინახება სახელი და გვარი, ელფოსტა, ტელეფონი, ქალაქი, მისამართი, სურვილისამებრ კომენტარი, რაოდენობა, ფასები, ფასდაკლების კოდი და თანხა, შეკვეთის ნომერი, გადახდისა და შესრულების სტატუსი, შექმნისა და განახლების დრო.

ამ ინფორმაციას ვიყენებთ შეკვეთის დამუშავებისთვის, მიწოდების ორგანიზების, გადახდის შემოწმებისა და შენი მოთხოვნის განხილვისთვის. კომენტარში ნუ მიუთითებ ზედმეტ პირად ან საბარათე ინფორმაციას.

Flitt-ის გადახდის გვერდი

Flitt-ს გადაეცემა შეკვეთის ნომერი, აღწერა, ელფოსტა, თანხა და ვალუტა. ბარათის მონაცემები შეიყვანება Flitt-ის გვერდზე; ჩვენი შეკვეთის ფორმა არ აგროვებს ბარათის სრულ ნომერს ან CVV-ს.

გადახდის დასტურისას მაღაზია ამოწმებს პროვაიდერის შეტყობინებას. გადახდის მოვლენების ჩანაწერში ინახება ხელმოწერა, შეკვეთის ნომერი, პროვაიდერის გადახდის ნომერი და სტატუსი; პროვაიდერის სრული შეტყობინება და საბარათე ველები ამ ჩანაწერში არ ინახება.

Flitt-ის პირობები და მონაცემთა დამუშავება: Flitt-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ბრაუზერის საცავი და ტექნიკური ჩანაწერები

  • შეკვეთის სტატუსზე წვდომის კოდი ინახება შენს ბრაუზერში (local storage), შესაბამისი შეკვეთის ნომრით. იგი საშუალებას გაძლევს იმავე ბრაუზერში შეამოწმო სტატუსი და მაქსიმუმ 20 შეკვეთის ისტორია. ინახება მხოლოდ წვდომის კოდი, შეკვეთის ნომერი და შენახვის დრო; საკონტაქტო ინფორმაცია და გადახდის სტატუსის ასლი არ ინახება. ისტორიის ჩანაწერის წაშლა მხოლოდ ამ ბრაუზერში წვდომას შლის, შეკვეთას არ აუქმებს. ბრაუზერის მონაცემების წაშლა ამ წვდომასაც წაშლის.
  • ადმინისტრატორის შესვლისთვის გამოიყენება უსაფრთხოების პარამეტრებით დაცული სესიის cookie. ეს მომხმარებლის სარეკლამო cookie არ არის.
  • საიტისა და ჰოსტინგის ტექნიკურ ჩანაწერებში შეიძლება იყოს მოთხოვნის დრო, მისამართი, IP, შეცდომა ან შეკვეთის ნომერი. ისინი საჭიროა მუშაობისა და უსაფრთხოების შემოწმებისთვის.

თანამედროვე მთავარ გვერდზე YouTube-ის ვიდეო იტვირთება „ვიდეოს ყურებაზე“ დაჭერის შემდეგ. ამ დროს ბრაუზერი უკავშირდება YouTube-ს; ძველი დიზაინის შედარების გვერდზე ჩაშენებული ვიდეო შეიძლება გვერდის გახსნისას ჩაიტვირთოს. გამოიყენება youtube-nocookie.com. მესამე მხარის დამუშავებაზე ვრცელდება Google-ის პოლიტიკა.

ამ მაღაზიის მიმდინარე ვერსიაში არ არის დამატებული ანალიტიკის ან სარეკლამო ტრეკერი და არ იგზავნება ავტომატური მარკეტინგული წერილები.

ვის აქვს წვდომა და რამდენ ხანს ინახება?

შეკვეთები ინახება მაღაზიის მონაცემთა ბაზაში; მათზე წვდომა აქვს ავტორიზებულ ადმინისტრატორს. გადახდის მონაცემები შესაბამისი მიზნით გადაეცემა Flitt-ს. მიწოდების ორგანიზებისთვის Logisticswise-ს გადაეცემა აუცილებელი სახელი, ტელეფონი, მისამართი და შეკვეთის მიწოდების ინფორმაცია. ბარათის მონაცემები და ანგარიშის წვდომის კოდები გადამზიდავს არ გადაეცემა.

დამატებითი ინფორმაცია დასაზუსტებელია

შეკვეთების, ტექნიკური ჟურნალებისა და სარეზერვო ასლების შენახვის ზუსტი ვადები; ჰოსტინგისა და გადამზიდავის მიმწოდებლების სრული ჩამონათვალი; მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის პირობები. ავტომატური წაშლის ფიქსირებული გრაფიკი ამ ეტაპზე არ არის დანერგილი.

მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნა

შეგიძლია მოგვმართო შენს მონაცემებზე წვდომის, გასწორების ან წაშლის მოთხოვნით: Nika@megvineoba.ge. მოთხოვნებს განვიხილავთ ინდივიდუალურად, ვინაობის შესაბამისი შემოწმებით და კანონით დასაშვები შენახვის ვალდებულებების გათვალისწინებით. ბარათის მონაცემებსა და პაროლს ნუ გამოგვიგზავნი.

დამატებითი დეტალების დაზუსტების შემდეგ განახლებული პოლიტიკა ამავე გვერდზე გამოქვეყნდება.

მეღვინეობა

შპს ვაუ 2025 · საიდენტიფიკაციო კოდი 402356721

Nika@megvineoba.ge · +995 551 525 687
ჩემი შეკვეთებიკონტაქტიშეძენის პირობებიკონფიდენციალურობა